მისალოცი სიტყვა ბატონ ოთარ კობერიძისადმი!

ოთარ კობერიძე

გაზეთი ’’24 საათი’’ 2005.
ბატონო ოთარ!
გილოცავთ დაბადების დღეს. ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, სიკეთე და წარმატებები ნუ მოგიშალოთ ღმერთმა…
ბატონო ოთარ, თქვენეული ბაში-აჩუკი ჩვენი აკაკის ბაში-აჩუკთან ერთად იყო, არის და მარად იქნება ამერ-იმერის ერთიანობის სიმბოლო.
სიმბოლო ერის ფიზიკური და სულიერი სილამაზის, სიმტკიცისა და გაუტეხელობის, ერთგულებისა და თავგანწირვის.
გარდა ამისა, ბატონო ოთარ, ჩვენი ერის ისტორიაში “დრომ, უმთენარო ღამედ” ქცეულმა, ზნეობრივ გმირადაც გაქციათ: სინრძნე, სიმხნე, სიქველე და შემართება არ დაიშურა თქვენთვის უფალმა. მოდი და ნუ გაოცდები: ლიტერატურული გმირი, კინო გმირი და ცხოვრებისეული გმირი თქვენს პიროვნებაში ერთად შეყარა არსთა გამრიგემ და ამისთვის მას ასი და კიდევ ცოტა მეტი წელი დასჭირდა: “მასვე მადლი, ესე იყო წადილი და მისი ნება”!
მართლაც, აბა რა შეიძლება ამას ეწოდოს, ბატონო ოთარ, თუ არა ღმრთის მადლის გარდამოსვლა და ღმერთშემოსილება?!
იხარეთ, იბედნიერეთ, კვლავაც გწინამძღვრობდეთ და გფარავდეთ სიბრძნე სულიწმიდისა, ძალი ძისა Yღმრთისა და მადლი ღმრთისა მამისა!

უდიდესი პატივისცემითა და ღრმა სიყვარულით ქეთევან ჯერვალიძე

Gallery | This entry was posted in მიძღვნა. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s