ზურაბ კიკნაძე რეკომენდაცია

ზურაბ კიკნაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
ემერიტუს-პროფესორი – ზურაბ კიკნაძე

რეკომენდაცია

სერგეი ავერინცევის, როგორც მრვალმხრივი სწავლულის, სახელი დიდი ხანია, გასცდა რუსეთის ფარგლებს და ჯერ კიდევ საბჭოთა წყობილების დროს აღიარებული იქნა ევროპელ სწავლულთა (კლასიკოსთა და ბიზანტინისტა) წრეში. იგი გარდაიცვალა 2004 წელს ვენაში, სადაც ბოლო ხანებში მოღვაწეობდა. მისი მაშრომი „ადრებიზანტიური ლიტერატურის პოეტიკა“ (“Поэтика раневизантийской литературы”), რომლის თარგმანს ილიას უნივერსიტეტის გამომცემლობას ქალბატონი ქეთევან ჯერვალიძე სთავაზობს, მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტური რეჟიმის პირობებში დაიწერა, სავსებით თავისუფალია საბჭოური იდეოლოგიის კონიუნქტურისაგან; დაწერილია ავთენტური წყაროების საფუძველზე; მისი ყოველი თავი ორიგინალური გამოკვლევაა ბიზანტიური პოეტიკის, ჰიმნოგრაფიისა და ზოგადად ქრისტიანული პოეზიის სფეროში.

ვითვალისწინებ რა ჩვენში ქრისტიანული მწერლობის შესწავლის ტრადიციასა და ფართო მკითხველის ინტერესს მეცნიერების ამ დარგისადმი, სასურველად მიმაჩნია წარმოდგენილი თარგმანის დაბეჭდვა ილიას უნივერსიტეტის გამომცემლობაში, მით უმეტეს, რომ ანალოგიური ნაშრომი ქართულ ენაზე არ არსებობს. იგი კარგ სამსახურს გაუწევს ჰუმანიტარული მიმართულების სტუდენტებსა და მაგისტრანტებს, ასევე ამ პრობლემატიკით დაინტერესებულ საზოგადოებას.

რაც შეეხება თარგმანს, იგი სავსებით პასუხობს სამეცნიერო თარგმანისადმი წაყენებულ მოთხოვნებს. თარგმნილია იგი კვალიფიციურად და მაღალ პროფესიულ დონეზე, რაც განპირობებულია იმით, რომ მის მთარგმნელს მიღებული აქვს კლასიკური განათლება და წარმატებით იღწვის ამ სფეროში – არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და თარგმანის ავტორი.

2. II. 2011

რეკომედაცია

რეკომენდაცია

Gallery | This entry was posted in გამოხმაურება. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s