რუსუდან ცანავა რეცენზია

რეცენზია

ქეთევან ჯერვალიძის თარგმანზე – ს. ს. ავერინცევი “სამყარო, როგორც სკოლა“ (წიგნიდან „ადრებიზანტიური ლიტერატურის პოეტიკა“)

დავიწყებ იმით, რომ ს. ავერინცევის სტატია დღესაც აქტუალურია და საინტერესო კუთხით წარმოგვიდგენს სამყაროს, როგორც დიდ სკოლას რელიგიური სწავლების ფონზე. სტატიის თარგმანი შესრულებულია თსუ კლასიკური ფილოლოგიის განყოფილების კურსდამთავრებულის მიერ. ქ-ნი ქეთევან ჯერვალიძე წლების განმავლობაში მუშაობს ბიზანტიურ-ქართული ლიტერატურულ-კულტურული ურთიერთობების განხრით. მან თარგმნა არაერთი მნიშვნელოვანი ტექსტი ძველი ბერძნულიდან. ეს გარემოება ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნე, რომ ს. ავერინცევის სტატიებს ბევრი სიამოვნებით კითხულობს, მაგრამ მათ თარგმნას უდავოდ სჭირდება საკითხის ღრმა ცოდნა და რუსულენოვანი თუ სპეციალური ლიტერატურის სწორად გადმოცემა.

ქ. ჯერვალიძის თარგმანი შესრულებულია მაღალმეცნიერულ დონეზე – სწორად არის გაგებული სტატიის არსი; ტექსტი გადმოცემულია ადექვატურად; მთარგმნელმა მოძებნა ავტორის წერის მანერის შესაფერისი სტილი. თარგმანის ღირსებად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ ს. ავერინცევის მიერ მოხმობილ ამონარიდებს ქ. ჯერვალიძემ მოუძებმა ქართული თარგმანები, მათი არარსებობის შემთხვევაში კი, საკუთარი თარგმანები შემოგვთავაზა. ტექსტს ერთვის მთარგმნელის დაკვირვებები და პარალელები ქართული მასალიდან

ქ-ნ ქეთევან ჯერვალიძეს ვთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას;

1. სასურველია, კიდევ ერთხელ გადაიხედოს ტექსტი. რამდენიმე მონაკვეთს არ აწყენდა რედაქტირება(მოგეხსენებათ, რედაქტირება დაუსრულებელი პროცესია) კითხვისას მე მივუთითე ეს ადგილები

2. აუცილებელია კორექტურა, (სადაც შევნიშნე ჩავასწორე), . ასევე მოსაწესრიგებელია ტექნიკური მხარე. მითითებების დაზუსტება.

3. მესამე რეკომენდაციის შესრულება მთარგმნელის სურვილზეა დამოკიდებული. საქმე ისაა, რომ ამ თხუთმერიოდე წლის წინათ კლასიკური ფილოლოგიის კათედრის თანამშრომლებმა შევიმუშავეთ ბერძენ-რომაელ მწერალთა სახელების ქართულად გადმოცემის ერთიანი პრინციპი (ეს, რა თქმა უნდა, ქ-ნ ქეთევანმა იცის), გადაწყდა, სახელები ვთარგმნოთ სახელობითის ფორმით (იმ გამონაკლისების გარდა, როდესაც ესა თუ ის სახელი უკვე დამკვიდრებულია და ტრადიციად იქცა, მაგ.: პრომეთე). ასე რომ სასურველი იქნება მთარგმნელმა ამ კუთხითაც გადაიკითხოს ტექსტი.

რეკომენდაციას ვაძლევ ქ-ნ ქ. ჯერვალიძის თარგმანის დაბეჭდვას.

პატივისცემით, რუსუდან ცანავა
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

Gallery | This entry was posted in გამოხმაურება. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s