გრივერ ფარულავა რეცენზია

რეცენზია

 ს. ავერინცევის “ადრებიზანტიური ლიტერატურის პოეტიკა“ ფართო კულტუროლოგიური თვალსაწიერით ჩაფიქრებული ნაშრომია; მხოლოდ პოეტიკას არ მოიცავს. იგი ქრისტიანული ფილოსოფიის, ესთეტიკის, ლიტერატურისა და ხელოვნების, ზოგადად, მსოფლშეგრძნების მაგისტრალურ პრობლემებს მოიცავს. წიგნი მხოლოდ ბიზანტიას არ ეხება, ბიზანტიურ კულტურულ რეგიონს მოიცავს. ამ რეგიონში ცხოვრობდა და ქმნიდა შუა საუკუნეების საქართველოც. ასე რომ, ს. ავერინცევის გამოკვლევის ქართულად თარგმნა და გამოცემა ერთობ საშურ საქმედ გვესახება.

ქეთევან ჯევალიძისეული თარგმანი დედნის კარგი ქართული ვარიანტია. მთარგმნელს დაუძლევია ის სირთულეები, რაც ამ წიგნის გადმოღებას თან უნდა ხლებოდა. კარგადაა გაგებული ერთობ რთული პასაჟები რუსული ტექსტისა. მთარგმნელი, როგორც ჩანს, სათანადოდაა ერუდირებული ქრისტიანული კულტურის სფეროში. იგი ქრისტიანული ქართული მწერლობის ლექსიკას, სინტაქსსა და სტილს კარგად გაშინაურებია. ყოველივე ამის საფუძველზე, თარგმანი პროფესიონალური სისრულით წარმოგვიდგება. არის მხოლოდ მცირე რაოდენობის სტილისტური ლაფსუსი, რაც ადვილად დაიძლევა, თუ ამას მთარგმნელი მოისურვებს

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ ს. ავერინცევის წიგნის ქ. ჯერვალიძისეულმა თარგმანმა დღის სინათლე უნდა იხილოს.

გ. ფარულავა

24. VII. 99

Gallery | This entry was posted in გამოხმაურება. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s