რეცენზია
ჩვენ გავეცანით სერგეი ავერინცევის „ადრებიზანტიური ლიტერატურის პოეტიკის“ ქართულ თარგმანს ერთი მცირე მონაკვეთისა („თანხმობა და უთანხმოება“) შესრულებულს ქეთევან ჯერვალიძის მიერ და შევნიშნავ, რომ თარგმანი ყოველ მხრივ იმსახურებს ყურადღებას თავისი მშვენიერი ქართულითა და სათარგმნი მასალის ცოდნით.
მოგეხსენებათ, რომ ს. ავერინცევის წერის მანერა და სტილი, მისი დიდი დახვეწილობისა და აზრობრივი სიცხადის მიუხედავად, მაინც ატარებს თავისებურებებს, რომლებიც მთარგმნელისათვის შეიძლება დაბრკოლებად იქცეს. ესაა: ინტონაციური ქვეტექსტები, მეტყველების სიმბოლიზმი, რაც თავის მხრივ, მისი საკვლევი საგნის თავისებურებებიდანაც მომდინარეობს. საკვლევი თემა და კვლევის ობიექტი საკმაოდ რთული და სპეციფიკურია.
ყოველივე ეს მთარგმნელისაგან მოითხოვს დიდ სიფრთხილეს, რადგან სულ მცირე ნიუანსის გაუთვალისწინებლობა საკმარისია, რომ ავტორისეულ აზრს დავშორდეთ. ამიტომ საჭიროდ ვთვლით, რომ მთარგმნელმა კიდევ ერთხელ შაჯეროს დედანთან ქართული ტექსი, რათა დაზღვეული იყოს, რაიმე უზუსტობებისაგან, რაც იშვიათად, მაგრამ აქა-იქ შეიმჩნევა.
ეჭვი არ არის, ქეთევან ჯერვალიძეს სავსებით ხელეწიფება თარგმანის საბოლოო სრულყოფილ ფორმაში მოყვანა. მისი გამოქვეყნება კი საშურ და აუცილებელ საქმედ გვესახება. იგი ყოველმხრივ ხელშწყობასა და თანაგრძნობას იმსახურებს.
ნელი მახარაძე
13/ IX – 99.