პედაგოგი

ქეთევან ჯერვალიძე
2012 წელი

იაკობ გოგებაშვილი

იაკობ გოგებაშვილი

სიტყვა „პედაგოგი“ ბერძნული წარმომავლობისაა და თავისი თავდაპირველი დანიშნულებით ნიშნავს მონას, რომელსაც ევალებოდა ბავშვის სკოლის შენობამდე მიცილება. სკოლას ბერძნები ეძახდნენ „დიდასკალეიონს“, მასწავლებელს კი „დიდასკალოსს“. სკოლაში მასწავლების ავტორიტეტი განხილვას არ ექვემდებარებოდა, განსაკუთრებით ეს ითქმის პითაგორელებზე „მასწავლებელმა თქვა“ – საღვთო რანგში ადიოდა. ძველ საბერძნეთში ძალიან ბევრი და სხვადსხვა მიმართულების სკოლა იყო, მაგრამ ძველი საბერძნეთი გახლდათ მონათმფლობელური დემოკრატიის ქვეყანა და მოწაფე სკოლისა და მასწავლებლის არჩევანში იყო თავისუფალი, ამავე დროს არც ერთ სკოლას პრეტენზია არ ჰქონდა ერთადერთობაზე, განუმეორებლობასა და საღვთო დანიშნულებაზე.

ისლამამდელ არაბეთში კი გმირი ითავსებდა მრავალგვარ ფუნქციას, მათ შორის პოეტისა და პედაგოგისას. მუსლიმანურ არაბეთში დამამცირებელ პროფესიათა შორის გამოირჩეოდა პედაგოგობა(კუტაბა) დაწყებითი სკოლის, მაშინ, როცა სწავლულობა ფრიად საპატიო იყო. თითქოს ეს სწაავლლნი, დაწყებითი სწავლების გარეშე, ხდებოდნენ სწავლულნი, მაგალითად. ალ-ჯახიკის წიგნებში „ცხოველთა შესახებ“, „მჭევრმეტყველების შესახებ“ და სხვა, მასწავლებელი წარმოდგენილი იყო უწვრთნელობისა და გონებაშეზღუდულობის მაგალითად, დასაცინად ყველასი, ანდაზაც კი არსებობდა არაბულ ყოფაში : “კარგ რჩევას როგორ უნდა ელოდე ადამიანისგან, რომელიც მთელ დროს ბავშვებთან ატარებსო…”

ქრისტიანობამ სულ სხვაგვარად შეხედა ამ საკითს. მან თქვა, რომ მაცხოვრის მოსვლამდე ყველა სკოლის მიზანი სწორედ საზოგადოების მომზადება იყო მხსნელთან შესახვედრად რომ ერთადერთი პედაგოგი ქრისტეა, ხოლო მთელი სამყარო, ცისქვეშეთი კი – მისი სკოლა, რომ ამ სკოლაში ნებისმიერი ადამიანი დაბადებიდან სიკვდილამდე ბავშვია და მოწაფე.

ქრისტე არის პირველი მოსამართლე, პირველი მკურნალი და პირველი მოძღვარ-პედაგოგი, ამ სამ ფუნქციას შორის მოძღვარ- პედაგოგობა პირველ ადგილზეა, ვინაიდან, ის ითავსებს სამართლიანობისა და სიტყვით მკურნალობის ფუნქციებს, ანუ ეს სამი პროფესია გამოცხადდა საღვთოდ, მასწავლებლის ავტორიტეტი შეულახავად, პედაგოგები ირჩეოდნენ საგანგებოდ, ასევე მოწაფეენიც. მოძღვარ-პედაგოგის ამ ავტორიტეტმა ოქტომბრის რევოლუციამდე მოატანა.

საქართველოს მეორე რუსული ოკუპაციის შემდეგ (1921 წ.) მენტალობის შეცვლის თვალსაზრისით, თაობათა შორის წყვეტა რომ მომხდარიყო ძველ და კარგ პედაგოგებს შეუსიეს ახალგაზრდა საბჭოთა პედაგოგები, საქართველოს ისტორია (ქართველი ერის) დაიწყეს მე-19 საუკუნით, ხოლო ქართული ლიტერატურის ისტორია – დანიელ ჭონქაძითა და ეგნატე ნინოშვილით. ახალგაზრდებს ევალებოდათ, თუ სადმე იყო ძველი პედაგოგი, მათი დაბეზღება, დაცინვა, დახვედრა და ცემა, რათა მათ დაეტოვეპინათ სკოლა და შიმშილით დახოცილიყვნენ. 1936 წელს უკვე არც ერთი ქრისტიანი, ანუ მართლმადიდებელი აღარ უნდა ყოფილიყო სსრკ-ში. ეს პროცესი ალბათ არ შეჩერდებოდა, რომ არა 1941 წელი… ამ ომმა მიაბრუნა საბჭოთა ხელმძღვანელობა მარადიული და უცვლელი ქრისტიანული ფასეულობებისაკენ, რა დოზითა და კუთხით ეს უკვე ცალკე თემაა. ყოველ შემთხვევაში გულისხმიერება, ადამიანთმოყვარეობა ნელ-ნელა დაბრუნდა, თუმცა მოძღვარი და პედაგოგი საბოლოოდ აღმოჩნდა ცალცალკე . პედაგოგმა დაიწყო ფიქრი ახალგაზრდაზე, ხოლო შემდეგ ასევე ნელ-ნელა დაიწყო ცოდნის პროფანაცია… დიდი პედაგოგები გაქრნენ და სკოლაში პედაგოგის ადგილი ხელმოცარულმა და შემგუებელმა პიროვნებამ დაიკავა. მე კიდევ შევესწარი უდიდეს პედაგოგებს.

ჩემი აზრით, რა ინფორმაციაზეც მე მიმიწვდება ხელი, ლოგიკა და უნარჩვევები, რაზეც დღეს ასეთი ბუმია, მხოლოდ პროფანირებული სილოგიზმებია, აბსოლუტურად მოკლებული ლოგიკას და მით უმეტეს, ადამიანთმოყვარეობას, რომ დღევანდელი „გაგვატარეთ“, „მუმიები“ ( ეს „მუმიები“ კაცობრიობის განვით არების ისტორიაა), „ჩარეცხილები“, „ჩასარეცხები“, „დასხედით და იტირეთ“, „ეს ვქენი და ის ვქენი და მაინც ბედნიერი ვარ, ცხოვრება მიხარია“ – სწორედ იმ ავადსახსენებელი წლების ექოა. როგორ უნდა იყო ბედნიერი, თუ შენ ირგვლივ ამდენი უბედურია?! ილია კედელზე კი არ უნდა ჩამოვიკიდოთ, არამედ წავიკითხოთ და გავიაზროთ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ლოგიკა, ფსიქოლოგია და ეთნოფსიქოლოგია, შევკრათ აზროვნებაში სისტემა. უნდა შემოვბრუნდეთ იაკობ გოგებაშვიკისკენ, ილიასკენ, : „საქმე ის არის, კაცს ის უყვარდეს, ვინც ბედისაგან დაჩაგრულია“; ვაჟასკენ: “განა ყველა რაც ხმელია, კაცისგან საწუნარია?!.” და კიდე სხვა დიდბუნებოვანი ქართველებისკენ, მათი იდეებისკენ, ვინაიდან მხოლოდ იმ ერს უწერია სიცოცხლე, რომელსაც ჰარმონიულად შეუძლია წარსულისა და აწმყოს სინთეზი მომავლისთვის და ამ გზაზე აზროვნებაში სისტემაშეკრული პედაგოგის ფუნქცია, რომელსაც გულთან მიაქვს ახალგაზრდისა და სამშობლოს ბედი, წარმოუდგენლად დიდია.

Gallery | This entry was posted in ესე. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s