ავერინცევი სერგეი რითმის დაბადება ბერძნული „დიალექტიკის“ სულიდან

Sergei Averintsev სერგეი ავერინცევი

რითმის დაბადება ბერძნული „დიალექტიკის“ სულიდან*

(წიგნიდან „ადრებიზანტიური ლიტერატურის პოეტიკა“)

რუსულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ქეთევან ჯერვალიძემ
ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო წერილების კრებული „ძიებანი“ XXVI, 2005.

უპირველეს ყოვლისა, რამდენიმე სიტყვა სათაურის ასახსნელად. ტერმინი „რითმა“ ნახმარია სწორედ როგორც ტერმინი, უფრო ზუსტი აზრით კი, შესაძლოა, როგორც „ფონური და მეტრული მნიშვნელობის მქონე სალექსო სტრიქონების ჟღერადობა, ვინაიდან იგი ზღვარს ავლებს ტაეპებს შორის და სტროფებად კრავს მათ“1. ამ და მხოლოდ ამ აზრით შეიძლება ლაპარაკი რითმის „დაბადებაზე“, როგორც ისტორიულ – კულტურულ ფაქტზე, რისი ანალიზიც შესაძლებელია, რამეთუ სუფთა ფონეტიკური ფენომენი, ბგერათა გამეორებას რომ ალამაზებს, როგორც დამწერლობის შემდგომ, ასევე დამწერლობამდელ სიტყვიერ შემოქმედებაში „ყოველთვის“ არსებობდა. მისი „დაბადება“ უბრალოდ ემთხვევა სიტყვის პირველყოფილი კულტურის „დაბადებას“ და ისტორიამდელ მოვლენას წარმოადგენს. რეგულარული სალექსო რითმა კი სულ სხვა საქმეა; მისი პირველი გამოჩენა ევროპული ლიტერატურული ტრადიციის საზღვრებში, ასე რომ ვთქვათ, ისტორიის გარიჟრაჟზე ხდება. მისი განხილვაც შეიძლება და გაანალიზებაც, თანაც ისე, რომ გაირკვას, თუ როგორმა შინაარსობრივმა წანამძღვრებმა დააფუძნეს ეს ფორმალური სიახლე.

ტერმინი „დიალექტიკა“ სათაურში იმიტომ არის ბრჭყალებში მოქცეული, რადგან იგი გამოყენებულია არა თავისი აზრობრივი ასპექტების მთელი სისრულით, რაც მათ ჰეგელისა და მარქსის შემდგომ შეიძინეს, არამედ მის ანტიკურ მნიშვნელობასთან მიახლოებით; იგულიხმება ცოცხალი საუბრის მოძრავ ფორმებში აზროვნების ხელოვნება, რაც ვარაუდობს, სახელდობრ, განსაკუთრებულ ინტერესს სიტყვისა და სიტყვათა თამაშისადმი. იოლი შესამჩნევია, რომ ეს მნიშვნელობა „ღიად“ არის რეალიზებული ბევრად მოგვიანო აზრობრივი შესაძლებლობებით; მაგრამ, რასაკვირველია, მათ თავისთავში მთლიანად და მზა სახით არ მოიცავს. მიმართება ძველ „დიალექტიკასა“ და ახალ „დიალექტიკას“ შორის თვითონ არის დიალექტიკური.

აი, კიდევ ერთი ნიუანსი აზრისა: თუკი „დიალექტიკა“ თანამედროვე მნიშვნელობით არის ზოგადადამიანური საგანი, „დიალექტიკა“ ძველთა თავისი რაობით ასევე ზოგადსაკაცობრიო და ზოგადნიშნადი იყო. კონკრეტულობაში კი თავისი ისტორიული გამოვლენით მჭიდროდ და სისხლისმიერად დაკავშირებული ბერძნული კულტურისა და კულტურული ყოფის განუმეორებელ თავისებურებებთან, თვით ბერძნული ენის თავისებურებებთანაც კი. მან რომაულ ნიადაგზეც ვერ მოახერხა ნამდვილი გადმონერგვა. იგი წარმოუდგენელია საჯარო სიტყვასთან, საჯარო კამათთან ელინური მიმართების გარეშე, გონითი თამაშებისადმი იმ ჭეშმარიტად სახალხო წყურვილის გარეშე, ურომლისოდაც სოფისტები ტვინიჭყლეტია თეორეტიკოსები იქნებოდნენ, თვით სოკრატე კი საზიზღარი სიტყვაგრძელი რეზონიორი. იგი (დიალექტიკა) პირდაპირ ქუჩის მახვილსიტყვაობიდან, ქუჩური მოთქმიდან და „წყობილსიტყვაობის“ საყოველთაო სიყვარულიდან აზრისა და სტილის სიმაღლემდე ავიდა. უფრო მოგვიანო საუკუნეების „ტვინიჭყლეტიობასა-умственность“ და მაღალფარდოვანებას (როგორც საბა იტყოდა „ღვლარჭნილობას“ მთარგმნელი.) ის ისე მიემართება, როგორც მოედანი კაბინეტს, ან სალონს, კარნავალი კი – მაღალი წრის მასკარადს. ის, უაღრესად მომართული და ახირებული, ძალიან დახვეწილი და ზოგჯერ ბაქიობის მოთხოვნილებამდე მისული, თავისი არსით არ იყო „ელიტური“. გვიანანტიკური და ბიზანტიელი ავტორების ერთგულქვეშევრდომულ მჭევრმეტყველებაში ჯერ კიდევ დევს სიტყვასთან, როგორც სახალხო ზეიმის სტიქიასთან დამოკიდებულების ანარეკლი. ქუჩებივით ფართო ქრისტიანული ბაზილიკის ნავები, სადაც ჯგუფ-ჯგუფად შეგროვილ ხალხს შეეძლო მქადაგებლის სიტყვა და საგალობლის ენამზეობა ერთად მოესმინა, ჯერ კიდევ ამ ანტიკური საჯაროობის არქიტექტურულ სახეს გვაძლევენ.

 * * *

როგორც ცნობილია, ანტიკურმა პოეზიამ არ იცოდა რითმა. შესაძლოა, რიტორული პროზა სწორედ ამიტომაც იყენებდა ამ რითმოიდულ ჟღერადობას გაცილებით ფართოდ, ვიდრე ეს ჩვენს გემოვნებას მართებულად და სერიოზულად მოეჩვენებოდა.

კონტრასტი ორ აღქმას შორის მნიშვნელოვანია. ჩვენ მივეჩვიეთ პოეზიაში რითმას და თვით მისი გამოჩენა ლექსში რეგულირების გარეშე „უადგილოდ“, „სადაც მოხვდება“ ჩვენ მიერ აღიქმება როგორც გროტესკული ანომალია, რაც ამას გარდა, ბალაგანური „რაიოკის“ ასოციაციას იწვევს. გავიხსენოთ ა. ეგუნოვის მიერ სწორედ ამ კონტექსტში მოხმობოლი კაპიტან ლებიადკინის ვარჯიში დოსტოევსკის ნაწარმოებოდან „ეშმაკნი“: „თქვენ ქალღმერთი ხართ გარდასული დროისა, მე კი – არარა და მივხვდი უსაზღვროებას… კაპიტანი ლებიადკინი, თქვენი უმორჩილესი მეგობარი, რომელსაც აქვს მოცალეობა“3. გარითმული პროზა ჩვენთვის აღარც პროზაა და აღარც ლექსები, არამედ ერთგვარი დაცინვა და გამოჯავრება ლექსებისა, კომიკური მანჭიაობა, ხელოვნურობა, ხელოვნების პაროდირებას რომ იწვევს. „ჰმ, ჰმ, ქირქილებენ რითმები, – ჰმ, ჰმ, ჩვენ სულაც არა ვართ ლექსები!“4. უკვე რაბლე, უსაზღვროდ და უზომოდ დამხვავებელი რითმული ეპითეტებისა: „მონარქიული ახირება, პატრიარქალური ახირება, ლოიალური ახირება, ჰერცოგული ახირება, სენიორული ახირება…“ დიდ იმედებს ამყარებდა ამ ეპითეტებით გამოწვეულ შეუმცდარ კომიკურ ეფექტზე.

სულ სხვა საქმეა – ანტიკური ლიტერატურა. იქ დახვეწილი სტილისტები, რომელნიც პათოსის სიღრმეს ესწრაფოდნენ, თავიანთ აზრს დაახლოებით კაპიტან ლებიადკინივით გამოხატავდნენ და ეს სულაც არ იყო სასაცილო. ამის მაგალითები შეიძლება ვიპოვოთ უკვე ბერძნული რიტორიკული ტრადიციის ფუძემდებელთან, ცნობილ სოფისტ გორგია ლეონტიელთან (დაახლოებით 485 – 380წ. ძვ.წ.აღ.): „Они воздвигли трофеи над врагами, Зевсу на украшение, себе же на прославление; они не были незнакомы ни с дарованной им от природлы доблестью, ни с дозволенной им от закона любовью, ни с бранным спором, ни с ясным миром, были благочестивы перед богами своей праведностью и почтительны перед родителями своей преданностью, справедливы перед согражданами своей скромностью и честны перед друзьями своей верностью… მტრებზე ტროფეი აღმართეს ზევსის შესამკობელად და თავის თვისის განსადიდებლად. უცხო როდი იყო მათთვის ბუნების მიერ ბოძებული სიქველე და კანონისაგან ნებადართული სიყვარული, სიტყვიერი შეხლა-შემოხლა და ნათელი მშვიდობა. ისინი იყვნენ ღმრთის წინაშე სიმართლით თვისით კეთილმსახურნი და მშობელთა თვისთა თავდადებით პატივმიმგებნი, თანამოქალაქეთა წინაშე კრძალულებით სამართლიანნი და მეგობართა წინაშე ერთგულებით თვისით პატიოსანნი… “5. გორგიას მიმდევარნიც ჰყავდენენ ცალკეულ საუკუნეებში. ბრძენთაბრძენი ქურუმი კალასირიდე ჰელიოდორეს რომანიდან „ეთიოპიკა“ ( III – IV ს. ჩვ.წ.აღ. ) საზეიმოდ წარმოთქვამს შავი მაგიისადმი თავის საყვედურს: „ გრძნეულებას მისდევს. მიზანს კეთილს თვით არ ესწრაფვის და არც მიმდევრებს მისკენ მიმართავს. იგი, შემოქმედი აკრძალულ საქმეთ, ტკბობას აღვირახსნილს მსახურებს“ 6 და ასე შემდეგ და ამის მსგავსად.

ჰომოიოტელევტონები (ομοιοτέλευτα), ე. ი. ჟღერადი დაბოლოებანი, რომელნიც თავიანთი გრამატიკული ფორმით მსგავს სიტყვებს აწყვილებენ და რომელნიც სინტაქსური მონაკვეთების ბოლოებში არიან გადატანილნი, ფასდებოდა როგორც ამაღლებული სტილის ნიშანი. მძრახავთ ისინი შეიძლება ძალიან საზეიმო, თავსმოხვეული, დამღლელი მოსჩვენებოდათ, მაგრამ სასაცილოდ მათ არავინ მიიჩნევდა.

ადრებიზანტიურმა პროზამ გადაიღო ჰომოიოტელევტონებისადმი ეს დამოკიდებულება და მათი გამოყენება არნახულ სიჭარბემდე მიიყვანა, პროკლე კონსტანტინეპოლელის ქადაგებათაგან ერთში, განსაკუთრებით რომ კოპწიაობს ასეთი სიტყვიერი სამკაულებით, ვკითხულობთ: … „..Авель жертвы ради именуется; Енох благоугодности ради поминается; Мельхиседек образа ради божия возвещается; Авраам веры ради прославляется; Исаак прообразования ради похваляется; Иаков борения ради ублажается; Иосиф целомудрия ради почитается; Иов терпения ради блаженным нарицается; Моисей законодательства ради воспевается; Самсон как сообщник божий ублажается; Илия ревнительства ради свидетелсьствуется; Исаия богословия ради восписуется; Даниил разума ради возвещается; Иезекииль тайнозрительства ради неизреченного изумлением чествуется; Давид как отец по плоти таинства глаголется; Соломон как премудрый изумлением чествуется“7.

„…აბელად მსხვერპლობისა გამო იწოდება; ენოქად კეთილსათნოებისა გამო იხსენიება; მელქისედეკი ღვთის ხატებისა გამო იხარება; აბრაამი რწმენისა გამო განითქმება; ისააკი პირველსახისა გამო იქება; იაკობი შეჭიდებისა გამო ნეტარად იწოდება; იოსები უმწიკვლობისა გამო პატივიცემა; იობი მოთმინებისა გამო ნეტარად იწოდება; მოსე სჯულისა გამო იქება; სამსონი ვითრაცა ღმრთისა თანაზიარი ნეტარებს; ილია მოშურნეობისა გამო იმოწმება; ისაია ღვთისმეტყველების გამო იქება; დანიელი გონებისა გამო მაღლდება; იეზეკილი გამოუთქმელი იდუმალთმხილველობისა გამო განცვიფრებით პატივიცემა; დავითი განხორციელებული საიდუმლოს მამად სახელიდება; სოლომონი ვითარცა ბრძენთმთავარი გაოცებით პატივიცემა.“

მეორე მაგალითი აღებულია ამფილოქე კესარიელის ქადაგებიდან:

„О, божественных Евангелий богатство несказуемое! О, премудрых таинств ведение неописуемое! О, божественных даров неизреченных сокровище неизъяснимое! О, промыслительного человеколюбия действие неисчеслимое! – ჰოჲ, ღვთიურ სახარებათა სიმდიდრე გამოუთქმელი! ჰოჲ, ზეშთა საიდუმლოთა ხილვა აღუწერელი! ჰოჲ, ღმრთის მიერ ნიჭთა გამოუთქმელი სიმდიდრე აუხსნელი! ჰოჲ, წინაჲსწარ განზრახული კაცთმოყვარებითი ქმედება აურაცხელი!“8

თავიანთ ბერძენ მოძღვართა კვალდაკვალ ძველი რუსეთის მწიგნობრებმაც დაიწყეს ასე წერა : “Виждь церкви цветущи, виждь христианство растуще, виждь град иконами святыих освещаем блистающеся и тимианом обухаем и хвалами и божественами пении святыми оглашаем – ხედავ ეკლესიას მოყვავილეს – მიმართავს მიტროპოლიტი ილარიონი მომაკვდავ კნიაზ ვლადიმერს – ხედავ ქრისტიანობას მზარდს, ხედავ ქალაქს წმინდანთა ხატებით ნათლიერქმნილს, მბრწყინავსა და გუნდრუკის სულნელთ გამომცემს, შესხმათ და ღვთიურ საგალობლებს, წმინდანთა მიერ (გაცხადებულს) ახმიანებულს“9.; კირილე ტუროველი კი გაზაფხულის სურათს ასე ხატავს: „Бурнии ветри, тихо повевающе, плоды гобзують и земля сeмeна питающе, зеленую траву ражает: „ქარნი მძაფრნი, მარცვალნი მყუდროდ გახვეულნი, ნაყოფიერქმნილნი და მიწაც, თესლის გამომკვებელი, მოლს მწვანეს აღმოაცენებს**“10. დიმიტრი დონელის საქებრად ნათქვამია: Царский убо сан держаше, ангелскы живяше, постом и молитвою и по вся нощи стояше, сна же токмо мало приимаше и паки по мале часу на молитву встаяше и подобу благу творяше всегда, в берньнем телеси бесплотных житие свершаше… – სამეფო ხარისხის არის ვინაც მპყრობელი, ანგელოზებრ მცხოვრები, მარხვითა და ლოცვით, მთელ ღამეებს მღვიძარი, მხოლოჲ მცირე ხნით მძინარი, უნაყოფო სხეულში კვლავ სიცოცხლის აღმაშენებელი…“11. მაგრამ თუკი ვინმე ჰომოიოტელევტონების მხრივ გორგიას დაჩრდილავდა და შეარცხვენდა ეს ეპიფანე ბრძენია***: „…Да и аз многогрешный и неразумный, последуя словесем похвалений твоих, слово плетущи и слово плодящи, и словом почтити мнящи, и от словесе похваление събираа, и приобретаа, и приплетаа, паки глаголя: что еще тя нареку, вожа заблудшим, обретателя погибшим, наставника прельщенным, руководителя умом ослепленным, чистителя оскверненным, взыскателя расточенным, стража ратным, утешителя печальным, кормителя алчющим, подателя требующим, наказателя несмысленным, помощника обидимым, молитвенника тепла, ходатаа верна, поганым спасителя, бесом проклинателя, кумиром потребителя, идолом попирателя, богу служителя, мудрости рачителя, философии любителя, целомудрия делателя, правде творителя, книгам сказателя, грамоте перьмстей списателя? – ხოლო მე მრავალცოდვილი და უმეცარი მივსდევ შენს შესხმათ, სიტყვას თხზულსა და სიტყვას ნაყოფიერს, სიტყვას საპატიოდ საგულვებელს და მათგან საქებელთ ამოვკრეფ, რამეთუ კვალად ვიტყოდე და მერმეცა გრქვა შენ, რომელიცა ხარ წინამძღოლი შეცდომილთა, მომპოვებელი შესვენებულთა, წინამძღვარი შეგინებულთა, გზის მაჩვენებელი გონდაბინდულთა, განმწმენდელი შებილწულთა, დამურვებელი განბნეულთა, ნუგეშისმცემელი მონანულთა, გამომკვებავი მომყმართა, მომნიჭებელი მსაჭიროებელთა, მწვრთნელი უგულისხმოთა, ხელთაღმპრობელი ჩაგრულთა, ლოცვანი თბილი, ერთგულთა მეოხი, წარმართთა მხსნელი, ეშმაკის შემჩვენებელი, კერპთა დამამხობელი, ბომონთა დამთრგუნველი, ღმრთის მსახური, სიბრძნის ქომაგი, ფილოსოფიის მოყვარე, უმანკოების მუშაკი, სიმართლის შემოქმედი, წიგნთა განმმარტებელი, ხელნაწერთა გადამწერელი?“12 ეს მაგალითები საკმარისია, რათა ორი რამ დავინახოთ:

პირველი, ანტიკური სოფისტების ეპოქას, როცა გორგია ცხოვრობდა და „მეორე, სამხრეთ სლავური გავლენების“ ჟამს13, როცა რუსი ჰაგიოგრაფი ეპიფანე ცხოვრობდა, ორი ათასი წელი ყოფს, მაგრამ რიტორიკული თანახმიერების პოეტიკა თავისი პრინციპითა და თავისი აზრით მცირედაც კი არ შეცვლილა. მისი ძველი იმპოზანტურობა ანტიკურობისა და მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში რჩებოდა იგივე, სანამ არ დადგა ახალი დრო და სანამ იგი მოულოდნელად ბალაგანურ ლათაიებამდე და კაპიტან ლებიადკინის ელოკვენციებამდე არ დაეშვა.

მეორე, ეს პოეტიკა ჩვენთვის ჩვეული რითმის პოეტიკისაგან მხოლოდ იმით სულაც არ განსხვავდება, რომ იგი არეგულირებს თანახმიერებას არა ლექსებში, არამედ – პროზაში. ამ თანახმიერების თვით ხასიათია სხვა. ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ რითმები არის არა მხოლოდ გრამატიკულად ერთგვაროვანი, არამედ, გრამატიკულად სხვაგვაროვანიც და რომ მეორე სულაც არ არის ცუდი, პირიქით, შეიძლება უკეთესიც იყოს. ჩვენ მივეჩვიეთ იმასაც, რომ გასარითმი სიტყვების ცხადი, ზედაპირზე მდებარე აზრობრივი შეწყვილება ( შეერთება, ან დაპირისპირება) არათუ აუცილებელია, დასაგმობიც კია. რითმები „радость“ – „младость“; „страданья“- „рыданья“, „любовь“-„кровь“, „камень“-„пламень“, „верный“ -„лицемерный“, სწორედ იმიტომ არიან „ბანალურნი“ და იქნებ, ცუდნიც, რომ ლოგიკური სიახლოვე სიტყვებს შორის : молодостью და способностью радоваться, страданиями და рыданиями, любовью და кровью ყოველი კაცისათვის ცხადია, ისევე, როგორც ლოგიკური დაპირისპირებაა ცხადი შემდეგ სიტყვებს შორის: верностью и лицемериемь, ასევე ქვის თვისებებს შორის (холод, неподвижность), ცეცხლის თვისებებს შორის (жар, трепетность). ეს სიტყვები, ასე რომ ვთქვათ, ერთმანეთზე ენის კოლექტიური ფსიქოლოგიით უკვე ადრიდანვე არიან დაწინდულნი და ამიტომ მათ აღარ შეუძლიათ რითმაში უცნობებივით მოულოდნელად და უცაბედად შეხვდნენ ერთმანეთს. ახალი დროის პოეზია, როგორც წესი, უპირატესობას არსებითი სახელის ზმნასთან, ზედსართავი სახელის მიმღეობასთან გარითმის შესაძლებლობას, ე. ი. სუფიქსურ-ფლექსიური რითმვის ერთფეროვნებას ანიჭებს, რომლის სახეთაგან ერთს პუშკინის დროს ზმნურ რითმად განიხილავდნენ14. ჩვენ იმასაც მივეჩვიეთ, რომ რითმა საბოლოო ჯამში ორიენტირებულია არა თვალზე, არამედ ყურზე. ამის გამო ბოლო მახვილიანი მარცვლის თანაბარი ხმიერება აუცილებელია მისთვის, მახვილის გარეთა დაბოლოების იგივეობა კი – ზედმეტი. შეიძლება გაირითმოს „уколы“ და „веселой“, ხოლო „уколы“ და „пределы“, „веселой“ და „милой“ – არა (ამას დისონანსი ეწოდება). რითმის ახალევროპულ პოეტიკაში გრძნობით ილუზიაზე მითითება სჭარბობს, დაახლოებით ისე, როგორც ახალევროპულ ფერწერაში ტიციანიდან და ფრანს ჰალსიდან იმპრესიონისტებამდე, რომელნიც თავიანთ ეფექტს ცნობილ დისტანციაზე ფუნჯის „არაზუსტი“ მოსმით აღწევდნენ.

ანტიკური და შუა საუკუნეების ჰომოიოტელევტონის შინაგანი პრინციპი საეჭვოა ამ პოეტიკისაგან ისე განსხვავდებოდეს, როგორც ატიკური ვაზის მკვეთრად მოხატული სილუეტი, ან ბიზანტიური ხატის სილუეტი განსხვავდება „მსუყე“ ფაქტურისაგან, რაც მხოლოდ ზეთის საღებავებით შესრულებულ ფერწერას ახასიათებს. ჰომოიოტელევტონი მიემართება არა მარტო ყურს და არც მარტო თვალს, იგი მიემართება გონებას. სიტყვათა ფონეტიკური მსგავსება შეიძლება არ იყოს ძალიან დიდი: თანახმიერება „заблудшим“ – „погубшим“ რითმისათვის არ არის საკმაო, მაშინ როცა ის სრულიად საკამრისია სწორედ ჰომოიოტელევტონებისათვის. მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს ფონეტიკური მსგავსება თვითღირებული კი არ არის, არამედ დამხმარე. ის მხოლოდ სიტყვიერი ჰერალდიკის ნიშანია, რომელიც პრივილეგირებულ სიტყვებს გამოყოფს, მათ ლოგიკურ-სინტაქსურ პარალელობას ადასტურებს და მათსავე აზრობრივ საიხლოვე-სიშორეს უსვამს ხაზს. „заблудшим“ და „погубшим“ ეს იდენტური გრამატიკული ფორმებია, ეს წინადადების პარალელური წევრებია; ბოლოს კი თითქმის სინონიმებია. იგივე შეიძლება ვთქვათ სიტყვებზე „на украшение“ და „на прославление“ – გორგიასთან; ეპითეტებზე „несказуемое“, „неописуемое“, „неизъяснимое“ – ამქილოქესთან; უსასრულო რიგი ზმნებისა „поминается“, „возвещается“, „прославляется“, (სულ თექვსმეტი) – პროკლესთან, მიმღეობები „освещаем“, „обухаем“, „оглушаем“ – ილარიონთან, მართალია, სინონიმურნი არ არიან, მაგრამ ლოგიკურად პარალელურ ქმედებებს ისინი გრძნობის სამ პლანში წარმოგვიდგენენ: მხედველობის, ყნოსვისა და სმენის. რაც შეეხება „спором“, და „миром“ გორგიასთან, „спасителя“ და „проклинателя“, „попирателя“ და „служителя“ ეპიფანესთან, პირიქით – ეს ანტონიმებია დაპირისპირებულობებით შეწყვილებულნი. ახალ რუსულ პოეზიაში ზოგჯერ ბლოკი იქცეოდა ასე, „აზრობრივად“ რითმავდა და აწყვილებდა: „солнца“ და „сердца“, „за мысом“ და „над морем“, „теплятся“ და „крестятся“ “збытьи” и “памяти” (დაპირისპირებულობით). მაგრამ ის, რაც ბლოკისათვის ინდივიდუალური გამორჩეულობა, საკუთარი მანერა და ნორმისაგან გადახრა იყო, ანტიკური რიტორისა თუ შუა საუკუნეების მწიგნობრისათვის ნორმას წარმოადგენდა.

ასე განსხვავდება ძველი ჰომოიოტელევტონი ჩვენთვის ჩვეული სალექსო რითმისაგან. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს მისი განსხვავება საერთოდ ყოველგვარი სალექსო რითმისაგან, თვით სალექსო რითმის ცნებიდან დაწყებული, სწორედ ჩამოთვლილ თვისებებში ძევს, სულაც არა: თავისი არსებობის პირველ ხანებში სალექსო რითმა, უკვე თვითგამორკვევის შემდეგ ასეთი ჰომოიოტელევტონის იერს გადაიღებს. რუს მკითხველს ამაში დაარწმინებს თუნდაც XVIII ს-ის სილაბური პოეზია. სიმონ პოლოცკი რითმავს: „жити“ და „быти“, „родителю“ და „благодетелю“, „плененный“ და „замкненный“, „управил“ და „настсвил“, „старости“ და „юности“; დიმიტრი როსტოველი რითმავს: „камо“ და „тамо“, „приймет“ და „обыймет“, „осенити“ და „хранити“, „снийдет“ და „возвыйдет“, „разумно“ და „безумно“, „мирен“ და „смирен“; მის „ღმრთისმშობლის მიძინების კომედიას“ მსჭვალავს მრავალგზის განმეორებადი რითმა: „невеста“ და „чиста“, რაც ამ რუსული მისტერიის ორ ძირითად ცნებას აწყვილებს. რითმა ხაზს უსვამს სინტაქსურ პარალელიზმს.

Несть греха, его же аз не сотворих блудный,
Несть скверны, ея же аз не сотворих студный…15
ტვირთება ცოდვის, ის ხომ არ არის შექმნილი ჩემი, ძე შეცდომილის,
ტვირთება ბიწის, ის ხომ არ არის შექმნილი ჩემი, სირცხვილეულის

აქ თითქოს არც არაფერია ისეთი, რაც გორგიას ან პროკლე კონსტანტინეპოლელს გააოცებდა. ჩვენ წინაშეა ისეთივე შეწყვილება გრამატიკულად ერთგვაროვანი სიტყვებისა, რომელნიც ლოგიკურ საფუძველზე აშკარად უახლოვდებიან, ან უპირისპირდებიან ერთმანეთს, და როგორსაც ანტიკური და შუა საუკუნეების პროზაში ვხედავდით, ასეთი რითმა თავისი ფაქტურით არ განსხვავდება ჰომოიოტელევტონისაგან; და მაინც ეს ჰომოიოტელევტონი არ არის – ეს სალექსო რითმაა. კრიტერიუმი ერთია, მაგრამ ის წყვეტს ყველაფერს და ეს კრიტერიუმი რ ე გ უ ლ ი რ ე ბ ა ა. პროზა გაძლებს თანახმიერების გარეშეც, შეიძლება გაირითმოს ორი სიტყვა. მას დაემატოს მესამე, მეოთხე, მეხუთე, სანამ რიტორს არ მობეზრდება. პროკლე კონსტანტინეპოლელი, როგორც ჩვენ ვნახეთ, ერთნაირი თანახმიერების თექვსმეტ სიტყვას ამწკრივებს, მაგრამ ისინი ასეთივე წარმატებით ერთნაირად შეიძლება ყოფილიყო თხუთმეტი, ან ჩვიდმეტი. მაგრამ პროკლესეული ქადაგების სწორედ ამ ადგილას სულაც რომ არ ყოფილიყო ჰომოიოტელევტონები, არანაირი კანონი არ დაირღვეოდა. როცა ბრძენთმთავარი ეპიფანე ერთიმეორეზე მიყოლებით აცვამს სიტყვებს: „утешителя“, „кормителя“, „подателя“, „наказателя“, „спасителя“ და ასე შემდეგ – გემოვნებისა და ზომიერების გრძნობამ შეიძლება უკარნახოს მას „შეჩერდი“, მაგრამ ამას არანაირი წ ე ს ი არ ეტყვის. სალექსო რითმა სავალდებულოა, ჰომოიოტელევტონი კი – თვითნებური. პირველთან მიმართებაში შეიძლება ვისაუბროთ სისტემასა და აუცილებლობაზე, მეორესთან მიმართებაში კი მხოლოდ ტენდენციებსა და შესაძლებლობებზე. ამიტომ სიმონ პოლოცკისა და დიმიტრი როსტოველის წყვილი რითმა, განურჩევლობამდე რომ ჩამოჰგავს რიტორული პროზის თანაბარხმიერებას, თავისი არსით მათგან უფსკრულით გამოიყოფა. ეს რომ გავიგოთ, საკმარისია, გვახსოვდეს, რომ ის წყვილია.

ადვილად მისახვედრია, რომ ჰომოიოტელევტონები ვერანაირად ვერ გადაიქცეოდნენ სალექსო რითმებად მხოლოდ იმის გამო, რომ მათ პროზიდან პოეზიაში, რიტორიკის ყოვლისმომცველი სამეფოს ერთ პროვინციაში შეაღწიეს. ეს კი არცთუ იშვიათად ხდებოდა და თანაც უძველესი დროიდან. კერძოდ, ჰომეროსთან და ჰესიოდესთან, ქსენოფანესა და თეოგნიდესთან ჰომოიოტელევტონები ჰეგზამეტრის ორივე ნახევრის ბოლოში გვხვდება. ძვ.წ.აღ. V-IVს-ის დახვეწილი ტრაგიკოსი პოეტი აგათონი კი, რომელიც სოფისტური მჭევრმეტყველების გავლენას განიცდიდა, ასე წერდა:

Бездельем мы как делом занимаемся,
И делом как бездельем забавляемся
უსაქმურობას, როგორც საქმეს ჩვენ ისე მივდევთ,
და საქმით, როგორც უსაქმურობით თავს ისე ვიქცევთ16.

გვიანი ანტიკური ლიტერატურის საზღვრებში ჰომოიოტელევტონები გამოიყენება და თანაც ბოროტად უჩვეულო ინტენსიობას ჰეგზამეტრული პოემის „მწევარ-მეძებრებით ნადირობის“ ავტორთან (ეგერთ წოდებულ, ფსევდო აპიანესთან)17 აღწევს. ადრებიზანტიურ ეპოქაში, როცა ახალი, არა მეტრული, არამედ ტონური პოეზია იბადება, ჰომოიოტელევტონები იქაც პოულობენ ადგილს. მათ ძალიან ენერგიულად იყენებდა რომანოზ მელოდოსი.

Неженатый в тоске угрызается,
А Женатый в трудах надрывается;
Се бесчадный терзаем печалями,
Многочадный снедаем заботами;
Те во браке покоя лишаются,
Те же много скорбят о бесчадий…

უცოლო ნაღვლობს და სინდისი ქენჯნის,
ცოლიანი კი შრომით თავს იკლავს;
აჰა, ესერა, უშვილძირო ტანჯული სევდით,
შვილმრავალი კი – დაღლილი საქმით;
ერთნი ქორწინებით სიმშვიდეს ჰკარგვენ,
მეორენი კი ბევრს ნაღვლობენ უშვილობაზე…18

ჩვენ შეგვეძლო, ეს ჰომოიოტელევტონები რითმებად ჩაგვეთვალა. მათი მწყობრი ასე უმიზეზოდ და თვითნებურად რომ არ წყდებოდეს. თვით რომანოზის პოემაში იუდა ისკარიოტელის ღალატის შესახებ, რომელშიც ჰომოიოტელევტონების გამოყენება ტექსტის უდიდეს ნაწილზეა გავრცობილი და ეს გამოყენება რითმის რეგულარობას უახლოვდება, უკვე სტროფის არც ერთ ადგილას აღარ არის სავალდებულო, ანუ ჰომოიოტელევტონები ჰომოიოტელევტონებად რჩებიან.

და მაინც, ადრებიზანტიურ ლიტერატურაში უფრო და უფრო ხშირად იმზირება წყვილი სალექსო რითმის შესაძლებლობა. მისი ერთგვარი აჩრდილი, რომელიც განხორციელებას ესწრაფვის. სამომავლოდ აღვნიშნავთ, რომ ეს არცთუ იშვიათად აზრის შინაგან სტრუქტურასთან, დიქოტომიის სააზროვნო მოტივთან, „დუალურ ოპოზიციასთან“ არის დაკავშირებული. მაგალითად, გნოსტიკოს – ვალენტიანელთა ბუნდოვანი შინაარსის ჰიმნში სული და სხეული უპირისპირდება ერთმანეთს.

Все изводимое в духе созерцаю,
Все износимое в духе прозираю;
Плоть, от души производимую,
Душу же от воздуха износимую…

ყოველივეს, გამომავალს სულით, ვჭვრეტ,
ყოველივეს, წარმოდინებულს სულით, ვმზერ
ხორცს, სულისაგან წარმოქმნილს,
სულს, ჰაერიდან აღმოცენებულს19.

სწორედ ასევეა სინესიოსთან, რომელიც თავის ჰიმნთაგან ერთში ჩამოამწკრივებს ყოველგვარი თარგმანისათვის მიუწვდომელ წყვილ-წყვილ ფონო-სინტაქსურ წყვილებს. ეს ვირტუოზული პარალელიზმი შინაარსის პარალელობაზეა დაფუძნებული და ორ საგანს, ქრისტიანული სამების პირველ და მეორე წევრს მიემართება.

…χαίροις, ω παιδός παγά,
χαίροις ω πατρός μορφά,
χαίροις, ω παιδός Κρηπίς,
χαίροις, ω πατρός σφρηγίς,
χαίροις, ω πατρός καλλός 20

იხარებდე, ყრმისა წყაროო,
იხარებდე, მამისა ხატებავ,
იხარებდე, ყრმისა საძირკველი,
იხარებდე, მამისა ბეჭედო,
იხარებდე, ყრმისა ძალო,
იხარებდე, მამისა სახიერებავ 20

(ძველბერძნულიდან თარგმნა ქ. ჯერვალიძემ )

ჰომოიოტელევტონთა რეგულარული წყვილები მოულოდნელად ჩნდებიან არა მხოლოდ ადრებიზანტიურ პოეზიაში, არამედ ადრებიზანტიურ პროზაშიც. პროკლე კონსტანტინეპოლელთან, რომელმაც თავის ერთ-ერთ ქადაგებაში დრამატიზირებული დიალოგი წარმართა ქალწულ მარიამსა და მის საქმრო იოსებს შორის. ამ დიალოგში ყოველი რეპლიკა ორწევრაა და დატვირთულია წყვილი თანაბარხმიერებით, ავტორის რემარკები კი – პირიქით ჩვეულებრივი პროზაა. იწყებს იოსები: „Далече отыди от иудейского о б щ е н и я, языческого вкусившая б е з з а к о н и я!“ მაშინ წმინდა ქალწული მარიამი მძიმე ბრალდებას მოკლედ პასუხობს: „Оскверненной ли меня п о ч и т а е ш ь, ибо непроздное чрево з а м е ч а е шь?“ იოსები კი მიუგებს: „Не пристало жене д о б р о н р а в н о й отступать от заповеди б л а г о ч е с т н о й!“ ყოვლად წმინდა ეუბნება : „Приговор изрекая б е з з а к о н и ю, места ли не даешь о п р а в д а н и ю“ იოსები: „возможешь ли ты з а п и р а т с ь я и в вине столь явной не с о з н а в а т с ь я“ ამაზე ყოვლად წმინდა მიუგებს: „Верно исследуй истину пророческого вещания, и ясно постигнешь тайнство девственного рождения“

იოსები. „შორს განუდექი იუდაურ წეს-ჩვეულებათ, გემო იხილე წარმართულთა უსჯულოებათ“;

მარიამი.„ნუთუ მართლაც ბრალეულად მრაცხ, რამეთუ მუცლადქმნილს მიმზერ?“;

იოსები .„არ შეშვენის ცოლს კეთილგონიერსა, დაარღვიოს მცნება კეთილმსახურების“;

მარიამი. „მსაყვედურობ უსჯულოებას, საშუალებას კი არ მაძლევ თავისმართლების“; იოსები. „შეძლებ განა დამალო და ცოდვა ესოდენი არ აღიარო?“; მარიამი. „რწმენით გამოიძიე ჭეშმარიტება წინასწარმეტყველურ ქადაგებების და მიხვდები ცხადად საიდუმლოს ქალწულისაგან შობისას“21.

აი, ჩვენ უკვე სულ ახლოს ვართ რითმული ლექსის ზღურბლთან. რეგულარული თანახმიერების პრინციპი უკვე ნაპოვნია და მხოლოდ მისი გამოყენებაა ჯერ კიდევ არარეგულარული; გნოსტიკურ ჰიმნში, სინესიოსთან და პროკლე კონსტანტინეპოლელთან მისი გამოყენება თვითნებურად არჩეული და ტექსტის თვითნებურად გამოზომილი ნაწყვეტის საზღვრებშია მოთავსებული. ერთი ნაბიჯიღა რჩება: საკამრისია, წყვილი ჰომოიოტელევტონების აუცილებლობა ლექსითი ნაწარმოების მთელზე, ან თუნდაც ამ ნაწარმოების თანაბარ და კანონზომიერებით განმეორებად ნაწყვეტებზე, ე. ი. სწორ სტროფულ ერთეულებზე გავრცელდეს, რომ სალექსო რითმის გზა ფსევდო-აპიანეს, სვინესიოსისა და პროკლე კონსტანტინეპოლელის ცდები, უკვე პუნქტირით გამოკვეთილი, დასრულდეს.****

ნუთუ გადაიდგა ეს ნაბიჯი?

ყველამ იცის, რომ სალექსო რითმის ფართო გამოყენებამ ადგილი ბიზანტიურ ლიტერატურაში მხოლოდ მისი ისტორიის ბოლოს ჰპოვა, როდესაც დასავლეთში რითმის პრაქტიკას უკვე მდიდარი ტარდიცია ჰქონდა.

გაცილებით ნაკლებაა ცნობილი სხვა ფაქტი. უკვე ადრებიზანტიურ ეპოქაში, არა უგვიანეს 626 წლისა, შეიქმნა პოეტური ტექსტი, რომელიც წარმოადგენს თ ა ნ ა მ ი მ დ ე ვ რ უ ლ გ ა მ ო ყ ე ნ ე ბ ა ს რ ე გ უ ლ ა რ უ ლ ი, მ ა შ ა ს ა დ ა მ ე, ს ა ლ ე ქ ს ო რ ი თ მ ი ს ა ს მ კ ა ც რ ა დ მ ო ზ ო მ ი ლ ს ი ვ რ ც ე ს ა და ს ტ რ უ ქ ტ უ რ უ ლ ა დ მ ო წ ე ს რ ი გ ე ბ უ ლ ს ტ რ ო ფ ე ბ შ ი რ ე ფ რ ე ნ ი თ და რ ა ც ე რ თ მ ა ნ ე თ ი ს ა გ ა ნ გ ა მ ო ყ ო ფ ი ლ ი ა თ ა ნ ა ბ ა რ ი ს ი დ ი დ ი ს უ რ ი თ მ ო ს ტ რ ო ფ უ ლ ი ე რ თ ე უ ლ ე ბ ი თ. ეს შემთხვევა, ყველფრის მიუხედავად, უნიკალური აღმოჩნდა; მაგრამ ეს მაინც მოხდა. ადრებიზანტიური ლიტერატურა არამხოლოდ მიუახლოვდა ლექსით რითმას, არამედ მივიდა კიდეც მასთან.

ესოდენ მნიშვნელოვანი ფაქტი აქამდე ვერ ეღირსა ვერც გამოწვლილვით ანალიზს, ვერც ღირსეულ შეფასებას და ვერც საკმაოდ ცხად კონსტატაციას. ეს შეიძლება უცნაურადაც მოგვეჩვენოს, ვინაიდან საუბარი ეხება ტექსტს, რომელიც კარგად არის ცნობილი და არცთუ ცუდად შესწავლილი, მაგრამ ეს იქნებ აღარც იყოს უცნაური, რადგან აქამდე მას ან ტექსტოლოგები, ან თეოლოგები და ისტორიკოსები, ან მუსიკის ისტორიკოსები, ან ბიზანტიური და ძველრუსული იკონოგრაფიის სპეციალისტები აქცევდნენ გულმოდგინე ყურადგებას. რითმის ისტორიის მკვლევართ კი მასზე ხელი არ მიუწვდებოდათ.

ტექსტი, რომლის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობთ, საეკლესიო საგალობელია; მას ეწოდება Υμνος ακάθιστος (პ. მ. „ჰიმნი რომლის მოსმენისასაც არ შეიძლება ჯდომა“, ძველსლავურში – „неседален“ – „დაუჯდომელი“)22. . როცა ბიზანტიელებმა და მათ კვალდაკვალ აღმოსავლეთ ევროპის წრის ხალხებმა ამ ჰიმნის მიბაძვათა შექმნა დაიწყეს, სიტყვა ακάθιστος – „აკათისტო“ ტექსტის აღმნიშვნელი სახელიდან ჟანრის აღმნიშვნელ სახელად იქცა, მაშინ Υμνος ακάθιστος მოგვიანო ხანების აკათისტოთა ამ პროტოტიპს მათგან განსასხვავებულად და მის თემასთან შეთანხმებით „ღმრთისმშობლის აკათისტო“ უწოდეს.

*****

ამ ტექსტის შინაარსობრივი და ფორმალური სტრუქტურის განხილვით ჩვენ შეგვიძლია, ბერძნულ ლიტერატურულ ტრადიციაში „თვალი შევასწროთ“ სალექსო რითმის დაბადების ზუსტ მომენტს. ჩვენ გვაქვს შანსი ამოვხსნათ, თუ როგორმა აზრობრივმა მონაცემებმა გამოიწვიეს თავდაპირველად ლექსური რითმის დაბადება. ღირს, ამ საგალობელს იმ კუთხით მივუდგეთ, რომლითაც მასთან ჯერ კიდევ ახლო მანძილზეც ვერ მისულან.

სანამ ტექსტს გავარჩევდეთ, აუცილებელია ორი რამ ვიცოდეთ: რა დროს განეკუთვნება იგი და რამდენად ავთენტურია გადმოცემით შემონახული მისი სახე. აკათისტოსთან ჩვენ საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით: პასუხი ამ ორივე კითხვაზე დიდი ხანია კამათის საგანს წარმოადგენს. მხოლოდ უკანასკნელ ხანებში მიწყნარდა დავა და პრობლემაც თითქოს ნაწილობრივ გაცხადდა.

ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის პირველაღმომჩენის ჟ.ბ. პიტრას***** შემდგომ, საუკუნის განმავლობაში, აკათისტოს ისეთ განსხვავებულ ავტორებს მიაწერდნენ, როგორებიც იყვნენ აპოლინარ ლაოდიკელი (IVს.)23, რომანოზ მელოდოსი (VIს.)24, პატრიარქი სერგი (VIIს.), გიორგი პისიდელი (VIIს.)26, გიორგი სიკელიოტესი (VII-VIIIს.), პატრიარქი გერმანი (VIIIს.)27, კასია (VIIIს.)28, პატირარქი ფოტიოსი (IXს.)29 და სხვები, დათარიღებისა და ატრიბუციის ასეთი ამპლიტუდა ვისაც გინდა, იმას დააბნევს. მაგრამ, საბედნიეროდ, იგი მყისვე შემცირდება, თუკი ჩვენ ყურად ვიღებთ:

რომ VIIIს-ის ბოლოსა თუ IX ს-ის დასაწყისში უკვე არსებობდა სამხრეთ გერმანული მონასტრების წიაღში წარმოშობილი აკათისტოს სრული ლათინური თარგმანი, რითაც ფოტიოსისა და მით უფრო სხვა მოგვიანო ჰიმნოგრაფების ავტორობა გამოირიცხება32.

რომ აკათისტო ქრისტიანული სჯულის მთავარ მოძულეთ შორის ცეცხლთაყვანისმცემელ – ზოროასტრიელთ ასახელბს და არა „აგარიანებსა“ და „სარიცინებს“ – არაბებს, რაც უაზრო იქნებოდა ,ყოველ შემთხვევაში 651 წლის (სასანიდური იმპერიის დაცემის) შემდეგ, საქმის არსის მიხედვით კი, VIIს-ის 30-40-იანი წლების, აბუბექრისა და ომარის დაპყრობების შემდგომ.

ამგვარად, ინტერვალი 431-634 წლებს მოიცავს. ეს კი უკვე უფრო მეტად განსაზღვრულია. აკათისტო, ყოველ ეჭვს გარეშე ადრებიზანტიური ეპოქის ძეგლად მოჩანს. დათარიღების შემდგომი დაზუსტება კი მჭიდროდაა დაკავშირებული ტექსტის თავდაპირველი სახის გამორკვევასთან. აკათისტოს წინ უძღვის დასაწყისი, რასაც ბიზანტიელები კუკულიონს („კაპიუშონს“ ერთგვარ ქუდს, სტროფების თავსარქმელს) უწოდებდნენ. ეს დასაწყისი თავისი ტონით ძალიან სპეციფიკურია. ის წარმოადგენს „ძლევისა“ და „მადლობის“ სიმღერას, რომლითაც ღმრთისმშობელს „ხიფათისაგან – των δεινων – თავდახსნილი“ მისი ქალაქი, კონსტანტინეპოლი33, მიმართავს. ღმრთისმშობელი ამ რჩეული სიმღერის კონტექსტში არცთუ ჩვეულებრივ სახელწოდებას, „მხედართმთავარ-დამცველს“ იღებს და ლაპარაკია მის „ძლევამოსილებაზე უძლეველ ბრძოლაში“ (κράτος απροσμαχητον). ასეთი ტექსტი მხოლოდ სრულიად კონკრეტულ სიტუაციაში შეიძლება იყოს გასაგები: „უცხოტომელთა შემოსევამ“ დედაქალაქამდე მიაღწია და უშუალოდ მას დაემუქრა, მაგრამ საფრთხე არიდებულ იქნა უკანასკნელ წუთებში. ჩვენთვის საინტერესო ორასწლოვან შუალედში (431-634წწ) ამგვარი სიტუაცია 626 წლის ზაფხულში იყო, როდესაც კონსტანტინეპოლს ავარების, სლავებისა და სპარსელების პოლკებმა შემოარტყეს ალყა და ქალაქი ძლივძლივობით გადარჩა. სწორედ ამ თარიღს უკავშირებს ბიზანტიური ტრადიცია აკათისტოს შემოღებას: ძველი სვინაქსარული შენიშვნის თანახმად34, აკათისტოს ფეხზე მდგომელნი პირველად 626 წლის 7 აგვისტოს უსმენდნენ, რის შემდეგაც მიიღო მან თავისი სახელი.

ამრიგად, 626 წ-ს დაიწერა „ძლევისა“ და „მადლიერების“ კუკულიონი Τη υπερμάχω Στρατηγώ და მთელი ჰიმნი თავიდან ბოლომდე იქნა შესრულებული. თუმცა, აქედან სულაც არ გამომდინარეობს ის აზრი, რომ ჰიმნი სწორედ მაშინ იქნა შეთხზული. პირიქით, საპირისპირო აზრიც კი ჩნდება, რამეთუ ძნელი წარმოსადგენია, ესოდენ ვრცელი და რთული ლექსის ფორმის ნაწარმოები ერთ ღამეში დაწერილიყო და ასევე ერთ ღამეში შეესწავლა მომღერალს, ან მომღერლებს; ამას ისიც უნდა დაემატოს, რომ კუკულიონი აშკარად მოკლებულია საკმარის ორგანულ შინაარსობრივ და მეტრულ კავშირს ძირითად ტექსტთან, ის სარქმელივით გამოიყურება35, მაშინ როცა აკათისტოს ტრადიციულ „ტიპიკონ-განგებაში“ შემორჩა არცთუ დიდი პოეტური ტექსტი, რომელიც აკათისტოსთან მიმართებაში განკერძოებული ტროპარის ადგილს იკავებს, მაგრამ ალბათ ჰიმნის პირველდამწყებ კუკულიონს წარმოადგენდა36 . ამ კუკულიონის თემა და რაც უფრო მთავარია, მისი რეფრენი აკათისტოს თემისა და რეფრენის იდენტურია, მისი მეტრული სახე კი სტროფთა მეტრულ სახესთანაა ახლოს. აქედან გამომდინარეობს ის, რომ აკათისტოს თავდაპირველი ტექსტი ამ დასაწყისით იწყებოდა, მაშინ როცა ტრადიციული დასაწყისი არის დამატებითი, 626 წ-ის ამბებთან დაკავშირებით შემოღებული; რომ ზემოხსენებულის თანახმად, 626 წელი აკათისტოს დაწერის თარიღი კი არ არის, არამედ ქრონოლოგიური ზღვარი და აღნიშნავს იმ დროს, როცა აკათისტო უკვე არსებობდა.

ეს დასკვნები ამჟამად შეიძლება საზოგადოდ მიღებულად ჩაითვალოს37. აკათისტოს ახლა უფრო იუსტინიანეს ეპოქით ათარიღებენ, თანაც ისეთი ავტორიტეტული მკვლევარნი, როგორნიც არიან: ს. ტრიპანისი, ფ, დელგერი, ე. ველესი და გ. გ. ბეკი პ. კრიპიაკევიჩის კვალდაკვალ მას რომანოზ მელოდოსს მიაწერენ. მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია. როგორადაც არ უნდა იყოს ეს, ჩვენ არ შევცდებით, თუკი ვისაუბრებთ, იმ ნახევარსაუკუნოვან ეპოქაზე, რომელმაც კულიმინაციას იუსტინიანე I-ის დროს მიაღწია და რომელიც ჰერაკლეს დროს დასრულდა. ჩვენთვის ესეც საკმარისია.

როგორ არის აგებული აკათისტო?

კუკულიონს მოსდევს თორმეტი დიდი და თორმეტი მცირე სტროფის მონაცვლეობა; დიდი სტროფები მცირე სტროფებს დაახლოებით 3-ჯერ აღემატებიან მოცულობით და მათ „იკოსები“ (οίκοι) ჰქვიათ, მაშასადამე, „სახლები“ – სირიული პოეტიკის ტერმინის – „ბაითა-ს“ პირდაპირი თარგმანით, მცირე სტროფებს კი – კონტაკიონები (რაც არ უნდა აგვერიოს რომანოზ მელოდოსის მთელი პოემის აღმნიშვნელ ტერმინ კონდაკში,). ყველა იკოსი და ყველა კონტაკიონი ერთმანეთთან ერთგვაროვანი რითმული სქემით არის დაკავშირებული და იზოსილაბიზმს, მახვილიანი და უმახვილო მარცვლების რაოდენობას ეფუძნება.

თითოეული იკოსის უმთავრესი შემადგენელი ნაწილი და აკათისტოს სტრუქტურის მახასიათებელი ნიშანი მთლიანობაში – ეგრეთ წოდებული ჰაირეტიზმებია, ე. ი. შესასხმელი საგნისადმი მიმართვა. ისინი იწყება მისალმებით „ჰაირე“ („გიხაროდენ“) და გადადის საგნის მრავალნაწილიან დასახელებაში (მაგალითად: „გიხაროდენ, ჰოჲ, ღმრთის სიბრძნისა დასატევნელო“), ჩვენც სწორედ ჰაირეტიზმებზე მოგვიწევს შეჩერება.

რიტორული მიმართვის ასეთი ხერხი სამქადაგებლო პროზაში39 იშვიათობას როდი წარმოადგენდა. მაგალითად, სოფრონ იერუსალიმელი ხარებისადმი მიძღვნილ თავის ქადაგებაში სწორედ ასეთივე ჰაირეტიზმებს ასახელებს და მათ ჰომოიოტელევტონებთან აკავშირებს: გიხაროდენ, შენ ზეციურო სიხარულის მშობელო, გიხაროდენ შენ, ზეციურო სიხარულის გამომკვებელო, გიხაროდენ შენ, დახსნის სიხარულისა მომნიჭებელო…40- ჩვენ ვწყვეტთ ციტატას, თუმცა ჩამონათვალის რიგი მხოლოდ ახლა იწყება. მაგრამ პროზის ჰაირეტიზმებსა და ლექსის ჰაირეტიზმებს შორის განსხვავება, როგორც ყოველთვის, რეგულარობის არსებობისა და არარსებობის ფაქტში ძევს. პირველი, სოფრონის პროზაში ჰაირეტიზმები იმდენი შეიძლება იყოს, რამდენიც გნებავთ, სწორედ ისევე, როგორც ჰომოიოტელევტონები, აკათისტოს თითოეულ იკოსში კი – პირიქით, ჰაირეტიზმებების რიცხვი აბსოლუტურად უცვლელია – ექვსი წყვილი და კიდევ ერთი, ცალის გარეშე, ე.ი. მეცამეტე ჰაირეტიზმი, რაც რეფრენს წარმოადგენს და წითელი ზოლივით გადადის იკოსიდან იკოსში. მეორე – თითოეული ჰაირეტიზმის წყვილი უმკაცრესი იზოსილაბიითა და პარალელიზმის ტონური სურათით არის შეერთებული. მაგალითად, თითოეული იკოსის ორივე პირველი ჰაირეტიზმი ათმარცვლედს წარმოადგენს, მომდევნო წყვილი – ცამეტმარცვლედს, მესამე წყვილი – თექვსმეტმარცვლედს და ასე შემდეგ. პირველი და მეორე ჰაირეტიზმი არის ქორეს, იამბის, ანაპესტისა და ამფიბრიქის კომბინაცია; მესამეც, – თითოეული წყვილი ჰომიოტელევტონებითაა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომელთა ჰომოიოტელევტონებად სახელდების უფლება უკვე აღარა გვაქვს, ჩვენ მათ რითმები უნდა ვუწოდოთ, ვინაიდან ესენი წყვილი რითმებია, მათი სტრუქტურა ხშირად, ეგრეთ წოდებულ, პანტორიმს უახლოვდება.

Χαίρε, δι’ ης η χαρά εκλάμψει
Χαίρε, δι’ ης η αρά εκλείψει…

ყოველი სიტყვა ერთ სტრიქონში იმავე რიგითი ნომრითაა დაპირისპირებული მეორე სტრიქონის სიტყვასთან, გარითმული და შეწყვილებულია მასთან. თარგმანს მხოლოდ ნაწილობრივ შეუძლია ამის გადმოცემა.

Радуйся, чрез тебя радость сияет!
Радуйся, чрез тебя горесть истает!..

გიხაროდენ, რამეთუ სიხარული შენგნით ანათებს!
გიხაროდენ, რამეთუ ვაება შენ მიერ დნება!..

თუმცა, რითმა სტრიქონის ყოველ ცალკეულ ადგილას შეიძლება არც იყოს: უიშვიათეს შემთხვევაში გამოტოვებულია ბოლო რითმა, მაგრამ არც ერთი ჰაირეტიზმის წყვილი საზოგადოდ გაურითმავი არ არის. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვისაუბროთ რითმის გამოყენების ჭეშმარიტ რეგულარობაზე.

სწორედ აქ, ისტორიული განვითარების ამ წერტილში, სადაც ჰომოიოტელევტონები გადადიან სალექსო რითმაში, მათი ლოგიკური პრინციპი: დაპირისპირებულობების დაკავშირება, შედარება, ან გათანაბრება – თავის ზღვარს აღწევს. („радость“ და „горесть“, „сияет“ და „истает“) ეს ანტონიმებია. სხვაგვარად რომ ვთქვათ ,,ეს მსოფლიო ყოფიერების დაპირისპირებული პოლუსების აღმნიშვნელებია. ამ პოლუსებზე ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომელთა მიმართულება ასევე საპირისპიროა, მაგრამ აზრია ერთი: „ვაება – горесть“ სწორედ იმიტომ უნდა „დადნეს -истаять“, რათა „სიხარულმა – радость“ იკიაფოს. ასეთი შემთხვევები ჰიმნში არცთუ ცოტაა. მოვიყვანოთ ანტითეზის კიდევ ერთი მაგალითი:

Радуйся, ангелов многославное изумление!
Радуйся, демонов многослезное уязвление!

გიხაროდენ, ანგელოზთა მრავალგანთქმულო საკვირველებაო!
გიხაროდენ, ეშმაკთა მრავალსაგოდებელო წყლულებაო!

ორივე სტრიქონი სარკისებურად ასახავს ერთმანეთს. ავტორი თითქოს ცენტრში ხედავს თავის სიწმინდეს, სიკეთესა და ბოროტებას კი – აქეთ და იქეთ, „მარჯვნივ“ და „მარცხნივ“. ბოროტების „მოწყვლა“ სწორედ იმიტომაა „მრავალსაგოდებელი“, რომ სიკეთის საკვირველებაა „მრავალგანთქმული“; უხვი „დიდება“ მარჯვენა მხარეს, ამავდროულად არის „უხვი ცრემლი“ მარცხენა მხარეს. ცენტრი სწორედ ამიტომაა მოცემული ორიენტირის სახით, რათა მარჯვენა გამოიკვეთოს ვითარცა მარჯვენა, მარცხენა კი – ვითარცა მარცხენა, რათა სიკეთე გამოიყოს ბოროტებისაგან, სინათლე კი – წყვდიადისაგან. ყოფიერება ორადაა გაკვეთილი და ეს არის „მსჯავრი“. მაგრამ ლოგიკური ცენტრი არა მარტო ყოფს, აერთებს კიდეც; „გიხაროდენ, დაპირისპირებათა ერთად თავმომყრელო!“ – ვკითხულობთ ჰაირეტიზმთაგან ერთში. რითმა აღნიშნავს არამხოლოდ ანტითეზას, არამედ ამ ანტითეზის დაძლევასაც.

Радуйся, высота невосходимая человеческим умам!
Радуйся, глубина неисследимая и ангельским очам!

გიხაროდენ, სიმაღლეო ძლით აღსავალო კაცებრივთა გულის სიტყვათაო!
გიხაროდენ, სიღრმეო ძლით სახილველო ანგელოზთა თვალებისაო!

„სიმაღლე“ და „სიღრმე“ დაპირისპირებულებანი არიან, მაგრამ ისინი გათანაბრებულნი არიან ერთმანეთთან. „სიმაღლე“ არის „სიღრმე“ და „სიღრმეც“ არის „სიმაღლე“. ადამიანები და ანგელოზები უპირისპირდებიან ერთმანეთს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი მიუწვდომელის ერთიან და ერთფეროვან სახეში არიან მოქცეულნი. ანგელოზთა მიუმხვდარობა სულ მცირედითაც არ ჩამოუვარდება ადამიანთა მიუმხვდარობას.

პ. ი. ფლორენსკი მსგავსი საბაბით საუბრობდა „მახვილგონიერებით მდუღარე შეპირისპირებებსა და ანტინომურ მტკიცებულებებზე“41. ხოლო ინგლისელმა მარქსისტმა ისტორიკოსმა ჯ. ტომპსონმა შენიშნა: „მოგვიანებით, როცა ქრისტიანობა გაბატონებულმა კლასმაც მიიღო, მან ბევრი ისეთი იდეა შეითვისა უპირატესად ბერძნული ფილოსოფიიდან და რიტორიკიდან, რაც მისთვის უცხო იყო. მაგრამ ვერ შეძლო ბოლომდე გამოეძევებინა პრიმიტიული დიალექტიკა და მან ჩვენამდე მოაღწია დაბალზამირებულმა ღვთისმსახურებაში, რომელიც ზიზღს აფრქვევდა ფილოსოფოსებზე, რადგან მათ ვერ გამოამჟღავნეს ჭეშმარიტების ათვისების უნარი ისეთი მარტივისა და ცხადის, როგორიცაა ურთიერთდაპირისპირებულთა ერთობა“42. „ასეთი პრიმიტიული დიალექტიკის“ მაგალითად ტომპსონს ჩვენ მიერ განხილული ჰიმნი მოჰყავს.ასე დაიწყო რითმის მრავალსაუკუნოვანი გზა43.

___________________

* ს.ს. ავერინცევის ნაშრომის „ადრებიზანტიური ლიტერატურის პოეტიკა“ ზემოხსენებული ქვეთავის სათაური, ჩვენის აზრით ფრ. ნიცშეს ნაშრომის – „ტრაგედიის წარმოშობა მუსიკის სულიდან“ ანალოგიით უნდა იყოს ნაწარმოები (ქეთევან ჯერვალიძე).

** გავიხსენოთ იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამებიდან“ რიტმული პროზის ნიმუშად მიჩნეული: „…ჟამსა ზაფხულისასა…“

*** ალბათ, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ეპიფანე ბრძენს ჰომოიოტელევტონების სიუხვით არ ჩამოუვარდება ჩვენი ჰაგიოგრაფი ბასილ ზარზმელი, ავტორი „სერაპიონ ზარზმელი ცხოვრებისა“. ჰომოიოტელევტონების სიუხვით გამოირჩევა „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაც“. გიორგი მერჩულის “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში” მარტომყოფელი ბერი ხუედიოსი მიმართავს გრიგოლ ხანძთელსა და მის ძმებს:

თქუენ ხართ: სიწმიდისა ნაყოფნი, 7

მცენარენი სულნელნი, 7

ვარდნი შუენიერნი, 7

ფინიკნი კეთილნი, 6

და ზეთისხილნი ნაყოფსავსენი 10

ზეთითა მით სიწმიდისაIთა პოხილნი, 12

რომელთა ხილვითა დღეს განიპოხა სიბერჱ ჩემი, 10

და ამაღლდა სიხარული ჩემი, 10

ვითარცა რქაჲ მარტორქისაჲ 8 [I 255, 15-20]. და ა. შ.

**** ალბათ, არ შევცდებით თუკი ვიტყვით, რომ რუსთაველის მიერ მიჯრით ნახმარი ეპითეტები სწორედ ჰომოიოტელევტონური წარმოშობისაა. (ქეთევან ჯერვალიძე)

***** ჟან-ბატისტ ფრანსუა პიტრა (1812-1889) იტალიური წარმოშობის ფრანგი მეცნიერი, ბენედიქტელთა ორდენის წევრი, რომელიც იკონომოსსა და მონესთან ერთად ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის რიტმულობის კანონის პირველ აღმომჩენად ითვლება, 1959 წელს ეწვია რუსეთს. მან ორიოდე კვირა დაჰყო პეტერბურგში, 2 აგვისტოდან 1860 წლის იანვრამდე კი მოსკოვში იმყოფებოდა. იქ ყოფნისას პიტრა წმ. ეკატერინეს ეკლესიის მორწმუნეთა საცხოვრებლის სენაკში ცხოვრობდა, რომლის მორთულობათაგან ერთს, სიძველისა და სინესტისაგან დაჩხვლეტილი ბერძნული ხელნაწერი წარმოადგენდა. თავისუფალ დროს ცნობილი პალეოგრაფი ამ ხელნაწერის კითხვით ირთობდა თავს. პიტრამ სწორედ მასში ამოიკითხა ლეგენდა ივერიის ღვთისმშობლის ხატის შესახებ, რასაც მოსდევდა საგალობელი „ქალწულის სადიდებლად“, 1876 წ-ს კი პიტრამ მოსკოვის ხელნაწერში აღმოჩენილი და ევროპის ბიბლიოთეკების ხელნაწერებით შემოწმებული და შევსებული ბიზანტიური საგალობლების კრებული „Analecta sacra…“ გამოუშვა.

ეს მცირე ექსკურსი პიტრას შესახებ ჩვენ იმისთვის დაგვჭირდა, რათა დაგვესვა კითხვა: 1. ხომ არ წარმოადგენს მისი ზემოხსენებული შრომები აკაკი წერეთლის პოემის – „თორნიკე ერისთავი“- ერთ-ერთ შთამაგონებელ წყაროს? მით უმეტეს, რომ 1859-1862 წლებში აკაკი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულეტეტის თავისუფალი მსმენელია და თანაც მის პოემას შექმნის თარიღად უზის 1884წ. 2. რამდენად მართებულია საკითხის ასევე დაყენება ილიას „აჩრდილთან“ მიმართებაში. ილია პეტერბურგშია 1857-1861 წლებში, პოემა კი იწერება 1859-72 წლებში. ჩვენი კლასიკოსების ზემოხსენებულ ნაწარმოებებს აგვირგვინებს ღვთისმშობლისადმი მიმართული ლოცვა და თანხმობის ნიშნად ზეციდან გადმოშვებული ცისარტყელას ხატება. (ქეთევან ჯერვალიძე)

ავტორის შენიშვნები:

1.КЛЭ. Т.6. 1971, 306. შდრ. ასევე В. Ж и р м у н с к и й. Рифма, ее история и теория. Пг., 1923 (“Вопросы поэтики”, вып. III), 9.

2. შდრ. რ. ჰამანის შენიშვნები ანტიკური საზოგადოებრივ-რეპრეზენტაციული ელემენტის შესახებ ადრებიზანტიური ბაზილიკის იერსახეში: R. H a m a n n . Geschichტe der Kunst von der altchristlichen Zeit bis zur Gegenwart. Berlin. 1935, 86-87.

3.Ф. М. Д о с т о е в с к и й. Полное собрание сочинений. В 30-ти т. Т. 10. Л., 1974, 106 (შდრ. А. Е г у н о в. Греческий роман и Гелиодор. – Гелиодор. Эфиопика М.-Л., 1932, 54.

4.С. К и р с а н о в. Высокий раек “День поэзии”, М., 1956, 16.

5.თარგმ. ფ. ფ ზელინსკისა (Ф. Ф. З е л и н с к и й. Из жизни идей. Т. II. Изд 3.СПб., 1911, 234.

6. წგნ. II თ. 16. თარგმ. ა. ეგუნოვასი (იხ. Гелиолор. Эфиопика.თარგმანი ძვ. ბერძნულიდან. М., 1965, . 128)

7. P r o k l i. Oratio V de Laud S. Mariae 2._PG 65, col. 712.

8. A m p h i l o c h i i homilia I, 1.-PG 39, col. 36.

9. Ф. Б у с л а е в. Русская хрестоматия. Изд. 3. М., 1881, 20.

10. იქვე, 81.

11.”Слово о житии и о преставлении великого Дмитрия Ивановича>>. Хрестоматия I по древней русской литературе. Сост. Н. К. Гудзий. Изд. 8. М., 1973, с. 184.

12. იქვე, 195.

13. შდრ. Д. С. Лихачев. Некоторые задачи изучения второго южнославянского влияния в Росии. “IV Международный сьезд славистов. Доклады. М., 1960.

14. შდრ. В. Ж и р м у н с к и й. Рифма, ее история и теория. 85.

15. “Русская драматургия последней четверти XVII и начала XVIII в”. М., 1972, 202.

16. A g a t h o n I s fragm. 11.

17. შდრ. E. N o r d e n. Die antike Kunstprosa vom VI Jahrhundert v. Chr. Bis in die Zeit der Renaissance . Leipzig, 1898, Bd II, 834-838.

18. S. R o m a n i M e l o d I Cantica Genuina . Ed. by P. Maas and C. A. Trypanis . Oxford, 1936, 473.

19. H I p p o l y t i Refutatio omnium haeresium VI, 37.

20. S y n e s i i Hymnus V, 20-25.

21. P r o k l i. Oratio de Laude S. Mariae VI, 8. – PG 65, col. 756.

22. იხ. E. W e l l e s z . The Akathisthos Hymn .Copenhagen , 1957; O. B a r d e m h e w e r. Geschichte der althcristlichen Literatur.V. Freib. i. Breisgau, 1932, 166-167; H. G. B e c k . Kirche und Theologishe Literatur im byzantinishen Reich . Munhen , 1959, 427-428;C. A. T r y p a n i s . Fourteen Early Byzantine Cantica (WBS. V), Wien, 1968, 17-28.

23. Pε ρι γνηιςια ς προβορας της Ηλληνικης Γλωςσης. СПб., 1880, 667.

24. F. D o l g e r. . Die byzantinische Dichtung in der Reinsprache. Berlin,, 1958, 53-55; E. W e l l e s, z. The Akathistos Hymn, XXVII; H. G. B ec k. Kirche und theologische Literatur im byzantinischen Reich, 427-428; P. F. K r y p i a k i e w i c z . De Hymni Akathisti autore. – BZ 18, 1909, 357-382, განსაკუთრებით, 374-375.

25. J . P I t r a. Analecta Sacra spicilegio Solesmensi parata.T . I Parisis, 1876, 250; W. C h r I s t et M. P a r a n i k a s. Anthologia Graeca carminum Christianorum ,Lipsiae, 1871, LII; E. B o u v y. Poetes et Melodes,. Nimes, 1886 370-371.

26. J. M. Q u e r c i u s . – PG 92, col. 1338-1339.

27. ეს ატრიბუცია ზოგიერთი სპეციალისტის მიერ ნასესხებია იმ შუა საუკუნეების გადამწერლისაგან, რომელმაც აკათისტოს ლათინური თარგმანი გადაწერა (იხ. ქვემოთ).

28. ანდრეოპულოსის 1934 წ-ს გამოთქმულ ამ მოსაზრების შესახებ იხ. I.R o c h o w . Studien Zu der Person, den Werken und dem Nachleben der Tichterin Kassia (BBA 38). Berlin, 1967, 57-58.

29. А. П а п а д о п у л о-К е р а м е в с-Акафист Божией Матери, Русь и патриарх Фотий. –ВВ вып. 1-2, 357-400; J. R e h o r k Hymnos akathistos. Eine Entgegnung- -წგნ-ში.: F . A l t h e i m u. R. S t i e h l. Die Araber in der Alten Welt. Bd II. Berlin, 1965, 523.

30. И. к а р а б и н о в. Постная Tриодь. Исторический обзор ее плана, состава, редакции и словянских переводов СПб., 1910, 35-50 .განსაკუთრებით, 41, 43; Н. П. К о н д а к о в. Иконография Богоматери. Т.II. Пг., 1915, 383-388.

31.Codex Parisensis Bibliothecae Masarinianae 693.მოგვყავს კუკულიონის ლათინური თარგმანი: Propugnatori magistratui victoriae,

sicut redempta a duris, gratiarum aktiones

recribo tibi Civitas tua, Dei Genitrix

sed sicut habens imperium inexpugnabile

De omnibus periculis me libera

ut clamo tibi:

ave, Sponsa Insponsata.

32. იხ. M. H u g l o. L’ancienne version del’ humne L’ Acathiste. – M 64, 1951, 27-61; G.. G.. M e e r s s e m a n. Der Hymnos Akarhistos im Abendland. – “Spicilegium Friburgense”, ½, 1958, 1-35.

33. საგანგებოდ, ქ. კონსტანტინეპოლის ღვთისმშობლისადმი მიძღვნის შესახებ, იხ. H. H u n g e r. Reich mit Neuen mitte. Der christliche Geist. Der byzantinischen Kultur. Graz Wien-Koln, 1965, 52.

34. ეს სვინაქსარული შენიშვნა მოცემულია მარხვანის ტრიოდის (სამი კანონისაგან შემდგარ) საგალობელში და დიდმარხვის მეხუთე კვირის შაბათს იგალობება, PG 92, col. 1352.sqq.

35. იხ. P. K r y p i e w i c z. De Hymno Acathisti auctore, 357-382.

36. ის იწყება სიტყვებით: Το προσταχ θεν μυστικως εν λαβων εν γνωσει (სლავურ თარგმანში Повеленная тайно прием в разуме…).

37. შდრ. C. A T r y p a n i s. Fourteen Early Byzantine Cantina. Fourteen Early Byzantine Cantaca, 17-26.

38. იხ. ზემოთ, შენიშვნა 24.

39. შდრ. E. B o u v e. Poetes et Melodes, 198-199.

40. S o p h o n i i Homilii II in S, Deiparae Annuntiationem 18.-PG 87, col. 3237.

41. П. Ф л о р е н с к и й. Столп и утверждение истины. М., 1914, 158.

42. ДЖ. Т о м п с о н. Исследовании по истории древнегреческого общества. Т. II. Первые философы. М., 1959, 319-320.

43. ნიშანდობლივია, რომ დასავლეთში აკათისტო შეითვისეს სწორედ წმინდა გალენის ბერმონაზვნულ წიაღში, საიდანაც გამოვიდნენ ნოკტერ ზაიკა პოეტი, კომპოზიტორი, თეოლოგი, ისტორიკოსი (840-912) და ჰიმნოგრაფი ტუოტილიონი. მისგან იღებს დასაბამს პირველდაწყებითი ფორმაჩამომყალიბებელი იმპულსი, რამაც განსაზღვრა სეკვენციის (მუსიკალური ტექსტი) ჟანრის მრავალსაუკუნოვანი გზა.

Gallery | This entry was posted in თარგმანი. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s