მეფე როგორც პიროვნება და მეფე როგორც სიმბოლო გიორგი მერჩულის გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების მიხედვით ქეთევან ჯერვალიძე

 ქეთევან ჯერვალიძე

მეფე როგორც პიროვნება და მეფე როგორც სიმბოლო გიორგი
მერჩულის “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” მიხედვით

Advertisements
Gallery | This entry was posted in სამეცნიერო კვლევა. Bookmark the permalink.

One Response to მეფე როგორც პიროვნება და მეფე როგორც სიმბოლო გიორგი მერჩულის გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების მიხედვით ქეთევან ჯერვალიძე

  1. მაია იანტბელიძე says:

    წავიკითხე ქეთევან ჯერვალიძის წერილი-გამოკვლევა ,,მეფე, როგორც პიროვნება და მეფე, როგორც სიმბოლო”. საინტერესო დატვირთვა აქვს ამ სახისმეტყველებით სიმბოლოს და არა მარტო ქართულ სინამდვილეში. რომ მეფე იდეაში ღვთის განხორციელებაა დედამიწაზე და თუნდაც ეგვიპტეში გამეფება ახალ შესაქმედ აღიქმებოდა, ან ქართველ ბაგრატიონთა ,,დავითიანელობა”, რომელიც პირველად ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში” გაჟღერდა. ,,სადა არს პატივი მთავრობისაჲ, მუნ არს მსგავსებაჲ ღმრთეებისაჲ ..” – მეფე, როგორც საერო და საულიერო ხელისუფლების გამაერთიანებელი, თვით მაცხოვრისგან კურთხეულად ითვლებოდა. მეფე ვალდებულია თავის პიროვნებაში მეფობის სიმაღლე ქრისტეს მიმსგავსებულობისა სიმდაბლეებთან შეაერთოს – ეს ოქსიმორონი, ანტითეზა ჯერ კიდევ პლატონისგან მოდინარეობს. მეფე, როგორც სრულიად ტრანსცენდენტული რეალობა ქართულ სინამდვილეში, მის პიროვნებაში გაერთიანებული სახელმწიფოებრიობა და ზემიღმურობა – ასეა წარმოდგენილი ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში”.
    აქვე უნდა ითქვას, რომ ქართული სინამვილე ისტორულად ამყარებდა ამ სახე- იდეალს და გვყავდა კიდეც მისი ,,განსხეულება” მეფე-წმინდანები, დიდი პიროვნებები.
    დღეს ჩვენს ღვთის ანაბარად დარჩენილ, ზნეობრივ- მატერიალურად გაპატრახებულ ქვეყანაში რამდენად რეალურია გრიგოლ ხანძთელის ან თუნდაც აშოტ კურაპალატისებური პიროვნებების არსებობა, ისევ ღვთის გადასაწყვეტია, ალბათ. ჩვენ ადამიანებს ისღა დაგვრჩენია, სასო არ წარვიკვეთოთ ჯერ გაურკვეველი მომავლის იმედით.
    P.S ქალბატონო ქეთევან, გაოცებული ვარ თქვენი წერილის საოცარი სკურპულოზურობით, უცხოურ თუ ქართულ წყაროთა ზედმიწევნით ცოდნითა და ყველა დროში იშვიათი მეცნიერული მონდომებით, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს სამშობლოს. დიდი მადლობა ამისთვის…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s