ქეთევან ჯერვალიძე, იმპერატორ იულიანე განდგომილის ტეტრაქორდი τετρά-χορδον და აკაკის ჩანგურ/ჩონგური

This entry was posted in ესე. Bookmark the permalink.

3 Responses to ქეთევან ჯერვალიძე, იმპერატორ იულიანე განდგომილის ტეტრაქორდი τετρά-χορδον და აკაკის ჩანგურ/ჩონგური

  1. დარეჯანი says:

    იმპერატორ იულიანე განდგომილის ტეტრაქორდი
    τετρά-χορδον და აკაკის ჩანგურ/ჩონგური – საოცარი სტატიაა. როდესაც ქალბატონმა ქეთევანმა მითხრა გამოქვეყნდაო, ვერადა ვერ მოვიცალე წასაკითხად. დღეს დილიდანვე უცნაურად სულ მეფიქრებოდა ამ საკითხზე. ცოტა სირცხვილი და ცოტა გაბრაზებაც ერია ამ ფიქრებში (მოუცლელობასთან დაკავშირებით) და გადავწყვიტე აუცილებად წამეკითხა. იულიანე განდგომილიდან აკაკიმდე –პოეზიისა და ისტორიის სამყაროში მოგზაურობა იყო ეს დღევანდელობიდან გამოგლეჯილი დრო. ანალიზის საოცარი სიღრმე და კვლევა-ძიების უმაღლესი ხარისხი, ავტორისეული ნაფიქრ/ნამსჯელი და მართლაც რომ მხატვრული შესრულება ხომ თავისთავად მეტყველებს რაოდენ ტიტანური შრომაა ჩადებული. საოცარი სტატიაა – სულის ამავსებელი. მადლობა, ქალბატონო ქეთევან!

  2. ბარბარე ბენაშვილი says:

    დიდი მადლობა ქალბატონ ქეთევანს ამ საოცარი და ძალიან საინტერესო კვლევისთვის, ალბათ პირველია ასეთი პარალელი ჩონგურსა და ლირას, როგორ საღვთო ინსტრუმენტსა და ჩონგურს შორის. რაც ყველაზე საინტერესოა, ორივე ,სიმებიან-ხემიანი, საკრავი ერთიანი სახელმწიფოს სიმბოლოც ყოფილა და აკაკიმ, როგორც ჩანს დროულად უთხრა და გაახსენა მკითხველს. ძალიან საინტერესო პარალელებია ილიანე განდგომილისა და აკაკის, თუნდაც დღევანდელ ეპოქებს შორის. დაფიქრებისა და გააზრებისთვის გვთავაზობს ოცდამეერთე საუკუნეშიც. მიხარია თუ ამას საზოგადოების ფართო წრე გაიცნობს და კიდევ ერთხელ დაფიქრდება რას ნიშნავს ეს ერთიანობა, ერთ დიდ სახელმწიფოდ არსებობა. გმადლობთ ქალბატონო ქეთევან, რომ შემოგვთავაზეთ და შეგვახსენეთ ეს.

  3. nana kavtaradze says:

      გავეცანი სტატიას. აღფრთოვანებული ვარ ჯერ ჩვენი აკაკის გასაოცარი უნარით, კარგი და საუკეთესო დაეჭირა ახალ გაცნობილ მასალაში. თუ კი მან მართლაც ისარგებლა იმპერატორ იულიანეს “ნადიმში” ნახსენები რომის იმპერიის ერთიანობის სიმბოლო ტეტრაქორდით. მომეწონა სტატიის ავტორის მიერ აღმოჩენილი კავშირი იმპერატოტ იულიანესა და აკაკის შორის, რომ მხოლოდ ამ ორ ადამიანს ჰქონია სიმებიანი საკრავი ინსტრუმენტი ერთიანი სახელმწიფოს სიმბოლოდ. კარგი იქნებოდა, სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები გასცნობოდნენ და გამოეყენებინათ სწავლებისას.

      მადლობა იმპერატორ იულიანეს, მადლობა ჩვენს აკაკისა და მადლობა წერილის ავტორსაც.

Leave a comment